Tuesday, May 1, 2012
ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედება
|
http://444.ucoz.es/blog/2010-02-26-1181
,,გოგჩა’’ ალექსანდრე ჭავჭავაძე
|
ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეტური სტილის პრობლემა
|
თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786-1846)
შესავალი
XIX საუკუნე საქართველოში ეპოქალური ცვლილებების ხანად ითვლება; ეს ის დრო გახლავთ, როდესაც პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული რეალობის თვალშისაცემი ტრანსფორმირება მიმდინარეობს, ხოლო მთელი ეს პროცესი დასავლური იდეალებისა და ფასეულობათა ზეგავლენის ქვეშ ვითარდება. ალექსანდრე ჭავჭავაძემ – პოეტმა, მთარგმნელმა, სამხედრო პირმა და საქმიანმა ადამიანმა, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელმა – უდიდესი როლი შეასრულა ახალი ფასეულობების დამკვიდრებასა და სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის პროპაგანდაში, რითაც საქართველოს კულტურის ტრაექტორია სრულიად ახალი მიმართულებით წარიმართა. მოკლედ რომ ვთქვათ, მან თავის ერს განუზომლად დიდი კულტურული მემკვიდრეობა დაუტოვა და მისი სამაგალითო ცხოვრებითა და მიღწევებით ქართველებისათვის ერთგვარ გამოწვევადაც კი იქცა.

მამამისი, გარსევან ჭავჭავაძე (1757-1811) გავლენიანი პიროვნება და წარმატებული პოლიტიკოსი იყო. რუსეთში საქართველოს დესპანისა და რუსეთის იმპერატორის კარზე ქართლ-კახეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სტატუსით, 1784-1801 წლებში იგი სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. მეფე ერეკლე II დიდად აფასებდა მის დიპლომატიურ ნიჭსა და უნარს; იგი რუსეთის სამეფო კარზედაც კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. იმ მაღალი შეფასების დასტურად, რაც გარსევანს რუსეთის სამეფო კარზე გააჩნდა, მისი ვაჟი ალექსანდრე, რომელიც სანკტ-პეტერბურგში დაიბადა, იმპერატრიცა ეკატერინე II-ემ მონათლა. მეფე ერეკლეს პატივისცემამ და აღფრთოვანებამ შედეგი გამოიღო და გარსევანს კახეთში საჩუქრად ვრცელი მამულები გადაეცა, რომლებიც ცივგომბორიდან კავკასიონის ქედის სამხრეთ მისადგომებამდე იყო გადაჭიმული.
პოეტის დედა, მარიამ ავალიშვილი (1758-1836), ცნობილი ქართველი დრამატურგის, გიორგი ავალიშვილის არისტოკრატული ოჯახიდან გახლდათ. მისი თანამედროვეები მარიამს ახასიათებდნენ როგორც გამჭრიახ და განათლებულ ქალბატონს; თავის ერთადერთ ვაჟს, ალექსანდრეს, პირველადი განათლება სწორედ მან მისცა.
ბავშვობა და განათლება
ბავშვობიდანვე ალექსანდრე ჭავჭავაძე ელიტურ წრეებში ტრიალებდა და პროგრესულ იდეალებზე აღიზარდა. არისტოკრატულმა წარმომავლობამ, მამამისის დიპლომატიურმა კარიერამ და კოსმოპოლიტურმა აღზრდამ მის პიროვნებაში განმანათლებლური ღირებულებებისა და რწმენის ჩამოყალიბებაში შესაბამისი როლი შეასრულა.

თანამედროვეები ალექსანდრე ჭავჭავაძეს ახასიათებდნენ, როგორც გამორჩეულად განათლებულ ადამიანს. მაგალითად, გერმანელი მოგზაური კარლ კოხი წერდა, რომ ის არის “ზედმიწევნით განათლებული ქართველი, რომელმაც ხანგრძლივი ვადით სანკტ-პეტერბურგსა და დასავლეთ ევროპაში ყოფნა ისეთი მაღალი რანგის ცოდნის შესაძენად გამოიყენა, შორეულ ამიერკავკასიაში ძნელადრომ მოიპოვება”. ისტორიულ წყაროებში აღნიშნულია, რომ იგი განსწავლული იყოისტორიაში, გეოგრაფიაში, სტატისტიკაში, ფიზიკაში, ლოგიკაში, მათემატიკაში, სამხედრო მეცნიერებებსა და სოფლის მეურნეობაში; მშობლიურ ქართულთან ერთად, მას რამდენიმე უცხო ენაზედაც შეეძლო საუბარი. სპარსული და თურქული ენების გარდა, რომლებიც იმდროინდელი საქართველოს არისტოკრატულ წრეებში ერთგვარ მოდად ითვლებოდა, იგი რუსულ, ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებსაც ფლობდა. უცხო ენების ფართო ცოდნამ ალექსანდრეს საშუალება მისცა, ეთარგმნა მრავალი მწერლის ნაწარმოები ეზოპეს, კორნელის, ვოლტერის, ლაფონტენის, ჰიუგოს, პუშკინისა და ოდოევსკის ნაშრომების ჩათვლით. მის თარგმანებს შორის რამდენიმე პიესასაც ვხვდებით. იგი აგრეთვე პროფესიონალური თეატრალური ხელოვნების წამომწყებიც გახლავთ საქართველოში; მუდმივმოქმედი ქართული თეატრის დაარსების იდეა პირველად მის ოჯახში ჩაისახა.
სამხედრო კარიერა და ეროვნული მრწამსი
ალექსანდრე ჭავჭავაძის პირველი ოფიციალური თანამდებობა რუსული არმიის ოფიცრობა გახლდათ. მისი სამხედრო სამსახურის ნიშანსვეტებია:
ალექსანდრე ჭავჭავაძის პირველი ოფიციალური თანამდებობა რუსული არმიის ოფიცრობა გახლდათ. მისი სამხედრო სამსახურის ნიშანსვეტებია:
- 1809 წელს დაამთავრა პეტერბურგის ვაჟთა სამხედრო სასწავლებელი; იმავე წელს კავალერისტად გადაიყვანეს ჰუსარების პოლკში, სადაც პირადი დაცვის სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი გახდა;
- 1810 წელს მან ლეიტენანტის ჩინი მიიღო. იმავე წელს გამორჩეული წარმატების გამო გენერალ-ლეიტენანტის სტატუსი მიანიჭეს და მარკიზ პოლუშის ადიუტანტად გააწესეს;
- 1813-1814 წლებში რუსი სამხედრო მეთაურის, გენერალ ბარკლაი დე ტოლის ადიუტანტად მსახურობდა და 1814 წელს პარიზის ბრძოლაში დაიჭრა კიდეცც;
- 1828 წელს სომხური ქალაქის, ერევნის, სპარსელებისაგან განთავისუფლების შემდეგ გენერალ-მაიორი გახდა;
- 1841 წელს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო;
- 1843 წელს თავის ბოლო ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ლეკების წინააღმდეგ ჩრდილო კავკასიაში მიმდინარეობდა.
სამხედრო კარიერის მანძილზე ალექსანდრემ მრავალ მნიშვნელოვან ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა როგორც საკუთრივ რუსეთის იმპერიის საზღვრებს შიგნით, ასევე საზღვარგარეთაც. აქ იგულისხმება ნაპოლეონის არმიის წინააღმდეგ გამართული კამპანია მოკავშირეებთან ერთად, რომელიც საქსონიასა და საფრანგეთში 1813-1814 წლებში მიმდინარეობდა და რომლის დროსაც იგი საბრძოლო მეთაურის, გენერალ ბარკლაი დე ტოლის შტაბში ადიუტანტად მსახურობდა. ამ კამპანიაში მონაწილეობისათვის მას რამდენიმე პრესტიჟული სამხედრო ჯილდო, მათ შორის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა.
მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე რუსეთის იმპერიის არმიაში მსახურობდა, იგი თავგამოდებით იცავდა საკუთარი ერის ინტერესებს. სამხედრო კარიერის დაწყებამდე, 1804 წელს, იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, მთიულეთის აჯანყებაში, რის გამოც დააპატიმრეს და ყიზლარის საპყრობილეში გაამწესეს. თუმცა, იმის გამო, რომ რუსეთის მთავრობაში მამამისი დიდი პატივისცემით სარგებლობდა, მალე შეწყალებულ იქნა. მოგვიანებით, 1832 წელს, იგი გახდა ერთ-ერთი ორგანიზატორი შეთქმულთა ჯგუფისა, რომელიც ეროვნული დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი დიდგვაროვნებისაგან შედგებოდა. ამის გამო კვლავ დააპატიმრეს და ერთი წლით ტამბოვში გადაასახლეს. მისი ცხოვრების ამ საფეხურების გავლის შემდეგ რუსეთის მთავრობამ ალექსანდრე შემოირიგა. მიუხედავად ამისა, 1836 წელს მან დაწერა “მოკლე ისტორიული თხზულება საქართველოს შესახებ 1801-1831 წლებში”, სადაც იგი შეეცადა კოლონიური რეჟიმის მიერ საქართველოში ჩადენილი ბოროტება გამოეაშკარავებინა; წიგნის ავტორი ცდილობს ღიად ისაუბროს იმ არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რასაც რუსი კოლონიალისტები ქართველი ხალხის მიმართ იჩენდნენ. ალექსანდრემ ეს ნაშრომი რუსეთის იმპერატორს, ნიკოლოზ I-ს გაუგზავნა და ამით საჯაროდ განაცხადა თავისი ეროვნული პოზიციის შესახებ.
განმანათლებლობის შემოტანა საქართველოში
XIX საუკუნის ადრეული მონაკვეთის ქართველ საზოგადო მოღვაწეთა შორის ალექსანდრე ჭავჭავაძე აღიარებულია, როგორც პიროვნება, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს თანამედროვე ევროპაზე ორიენტირებულ საზოგადოებად გარდაქმნაში. სწორედ მან შემოიტანა ახალი, რომანტიკული სულისკვეთება ქართულ პოეზიაში, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გადამწყვეტი როლი საქართველოში ევროპული განმანათლებლობის ნაყოფის დანერგვაში სწორედ მას ეკუთვნის, რაც, ერთის მხრივ, კრიტიკულ აზროვნებასა და რაციონალიზმს, ისევე როგორც ხელოვნებასა და მეცნიერებაში უმაღლესი დონის მიღწევებს გულისხმობს, ხოლო, მეორე მხრივ, თავისუფლებისა და ჰუმანისტური ღირებულებების, ტოლერანტობისა და თანასწორობის იდეების დამკვიდრებას გამოხატავს.

ისტორიულად, დასავლურ სოციალურ ნორმებთან, ეთიკურ ღირებულებებთან, რელიგიურ რწმენასთან და წეს-ჩვეულებებთან სიახლოვემ საქართველო განყენებულ მდგომარეობაში მოაქცია თავის მეზობელ ერებთან შედარებით, რომლებიც უმალ სპარსულ-ისლამური კულტურებისადმი იყვნენ მიდრეკილნი. ამ სიახლოვის ძირები შორეულ წარსულში ანტიკური საბერძნეთის ელინისტურ ქალაქ-სახელმწიფოებთან საქართველოს ძლიერ კავშირებამდე მიდის. ამის შემდგომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია ქართულ და ბიზანტიურ კულტურებს შორის ურთიერთობაში გამოიხატა. მოგვიანებით დასავლური კულტურის ზეგავლენამ ქართულ-რუსულ ურთიერთობებშიც პოვა ასახვა. მიუხედავად იმისა, რომ 1782 წელს საქართველო ძალდატანებით მიუერთეს რუსეთის იმპერიას, რუსეთი აღმოჩნდა დერეფანი ევროპასთან ურთიერთობისათვის და ამ კავშირმა გაუადვილა საქართველოს ევროპული იდენტურობის ჩამოყალიბება.
ალექსანდრე ჭავჭავაძემ წარმატებულად შეძლო ევროპული ცხოვრების წესის საკმაოდ ხელშესახები ფორმით გავრცელება აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც დიდხანს სპარსული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მაგალითად, მან დასავლეთში მიღებული სტილის მიხედვით დააპროექტა, ააშენა და მოაწყო წინანდლის საგვარეულო მამული და აგრეთვე თავისი საცხოვრებელი სახლი თბილისში; იგი იყო პირველი ქართველი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში როიალი დაეტლი შემოიტანა.
უფრო მეტიც, დასავლური ტექნოლოგიებითა და გამოგონებებით ალექსანდრეს აღფრთოვანებამ მის ცხოვრებაზე მრავალმხრივი გავლენა იქონია. მან წინანდლის ბაღები, გამორჩეულად ევროპული ელემენტების ჩართვის მიზნით, თავიდანდააგეგმარა. ევროპელმა დიზაინერებმა დაგეგმეს მისი პარკი, რომელიც 12 ჰექტარზეა გადაჭიმული და სათბურთან ერთად დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობის უამრავ ეგზოტიკურ მცენარეს შეიცავს. იგი ნაკლებად ემორჩილება იმ მკაცრ სქემას, რომელიც ბევრ ევროპულ ბაღს ახასიათებს, მაგრამ,მიუხედავად ამისა, წინანდლის ბაღები ევროპაშიც ცნობილი გახდა. ზოგიერთი დიზაინერი მათ ინგლისურ პარკსაც ადარებდა (მაგალითად, რიჩმონდის პარკს ინგლისში). ალექსანდრე დიუმას მიერ "ედემის ბაღად" მოხსენიებული წინანდლის ბაღებს არაერთი უცხოელი სტუმრის ქება დაუმსახურებია.
ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო პირველი ქართველი დიდგვაროვანი, რომელმაც თავისუფალი მუშახელის დაქირავება დაიწყო და ამ მიზნით გლეხები გაათავისუფლა, რითაც დასაბამი დაუდო საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. 1836 წელს მან გაათავისუფლა გრიგოლ მაისურაძე (1817-1885), ყმა-გლეხი, რომელმაც მოგვიანებით ხელოვნების ნიმუშების გამომცემლობა დააარსა. მომდევნო წელიწადს ალექსანდრემ გადაიხადა მაისურაძის მგზავრობისა და სწავლის ხარჯები, რათა მას სანკტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში მიეღო განათლება.
ალექსანდრე ჭავჭავაძე, მისი მეუღლე სალომე ორბელიანი და მათი ოთხი შვილი ცნობილი იყვნენ თავიანთი ლეგენდარული სტუმართმოყვარეობით; მათი ოჯახის კარი წინანდალსა და თბილისში არაერთხელ გაღებულა უამრავი საკმაოდ ცნობილი სტუმრის სამასპინძლოდ. ალექსანდრეს მამას, გარსევანს, ძირითადად მისივე რანგის არისტოკრატები და დიპლომატები სტუმრობდნენ, მაშინ როდესაც ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი სტუმართა საკმაოდ მრავალფეროვან სპექტრს უწევდა მასპინძლობას. წინანდალს მასპინძლობა გაუწევია უამრავი მწერლისა და მხატვრისათვის: ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას, ფრანგი ისტორიკოსის, მარი-ფელისიტე ბროსეს, რუსი პოეტების – ალქსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვისა და ალექსანდრე გრიბოედოვისათვის; სტუმრები წინანდალს "პოეტებისა და მწერლების ლიტერატურულ გულს" უწოდებდნენ. პოეტ ალექსანდრე ფადეევის სიტყვებით: "ალექსანდრე ჭავჭავაძის გამორჩეული ოჯახი ერთადერთი იყო თბილისში, სადაც როგორც აღმოსავლეთიდან, ასევე დასავლეთიდან ჩამოსული სტუმრები ჭეშმარიტად ქართულ სტუმართმოყვარეობას ეზიარებოდნენ."
ღვინის წარმოება
ალექსანდრე სოფლის მეურნეობის ნოვატორადაც გვევლინება. იგი იყო პირველი ქართველი, რომელმაც აბრეშუმის, მარცვლეულისა და მზესუმზირის წარმოება დააარსა. მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ XIX საუკუნის დასაწყისში, ღვინის დაყენების ევროპული ტექნოლოგიის შემოტანით, მანგანაახლა ათასწლეულებით დამკვიდრებული ღვინის წარმოების ტრადიცია საქართველოში. თავის საგვარეულო მამულში ახალი ტექნოლოგიებისა და პრაქტიკული გამოცდილების დანერგვით მან მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესა კახური ღვინის ხარისხი; ცქრიალა (შამპანური) ღვინოებისა და კონიაკის დასამზადებლად ორიგინალური ტექნოლოგიები დანერგა და განავითარა. მოკლედ რომ ვთქვათ, ალექსანდრე საქართველოში პირველი ენოლოგი გახლდათ.

ვაზის მოყვანის კულტურისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიების ხელის შეწყობის მიზნით, ალექსანდრემ ფული ისესხა, რათა წინანდალში ღვინის წარმოების ობიექტი და უზარმაზარი მიწისქვეშა ღვინის მარანი აეშენებინა. მან აგრეთვე ააგო ორთქლით არყის გამოხდის საწარმო, მოაწყო ღვინის შესანახი მარანი, რომელშიც დიდი ქვევრები განალაგა და კასრების სახელოსნოც გახსნა. ალექსანდრეს პირადი ღვინის კოლექცია, რომელიც ნაწილობრივ დღემდეაშემონახული, 70 მარკის 16.500 ბოთლ ღვინოს შეიცავდა; მათ შორის იყო 1839 წლის მოსავლიდან დამზადებული საფერავიც.
ალექსანდრეს კოლექციის ნაწილი
XIX საუკუნეში ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის ქარხანაში დამზადებული ღვინოები მისივე სიცოცხლეში პოპულარული გახდა არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში, არამედ დასავლეთ ევროპაშიც. ისინი, განვითარების შედეგად, წინანდლის, თელიანის, მუკუზანისა და ნაფარეულის მარკის ღვინოებად გარდაიქმნენ. გეოგრაფმა ელის რეკლუმ, პოეტის თანამედროვემ, ასე გადმოსცა სათქმელი: "ალექსანდრემ ძალა არ დაიშურა თავისი ღვინის საწარმოს განვითარებისათვის და მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო: ქართული ღვინო მთელ ევროპაში გახდა ცნობილი; კახური ღვინო თავისი ხარისხით ევროპულ ღვინოებს ნამდვილად ტოლს არ უდებს" მართლაც, ერთ ქართულ ანეკდოტში ნათქვამია, რომ ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: წინანდლის მარნის ღვინის დალევამდე და მისი დაჭაშნიკების შემდგომ. წინანდლის მარკის ღვინო დღესაც იწარმოება საქართველოში და სხვა ქვეყნებში ექსპორტზედაც გადის. ზემოთ აღნიშნული წვლილის გარდა, ალექსანდრემ საუკეთესო ღვინის სარდაფები და მაღაზიები თბილისში, სტავროპოლსა და სხვა ქალაქებშიც გახსნა.
ალექსანდრე ჭავჭავაძის სიკვდილი
ალექსანდრე ჭავჭავაძე 1846 წლის 6 ნოემბერს ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა – თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ეტლის ქვეშ მოჰყვა და თავის ქალის სერიოზული დაზიანებებისაგან გარდაიცვალა. იგი საქართველოში, კახეთში, თავისი საყვარელი წინანდლის მამულიდან არცთუ ისე შორს - შუამთის მონასტერში დაკრძალეს.

ბიბლიოგრაფიული წყაროები:
- ამირეჯიბი, შალვა. თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე. კავკასიის ჟურნალი: ქართული ემიგრაციული ლიტერატურა, 4. თბილისი: 1990.
- ბალახაშვილი, იაკობ. ცხოვრება ჭავჭავაძისა. ჟურნ.: ცისკარი, 5. თბილისი: 1976.
- ბაქრაძე, აკაკი, ჭუმბურიძე, ჯუმბერ (რედ.), ქართული მწერლობა. ტ. 9.თბილისი: ნაკადული, 1992.
- ბოგველიშვილი, გიორგი. წინანდალი. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967.
- ბოცვაძე, იოსებ. ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში.თბილისი: სახელგამი, 1956.
- გრიშაშვილი, იოსებ. ლიტერატურული ნარკვევები. ტ. IV. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1964.
- ენიკოპოლოვი, ივანე. ახალი მასალები ალ. ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის.ჟურნალში: მნათობი, 6-7, თბილისი: 1933.
- კვარაცხელია ო. წინანდლის პარკი. ჟურნ.: საბჭოთა ხელოვნება, თბილისი, 1969.
- მეუნარგია, იონა. ალექსანდრე ჭავჭავაძე: ბიოგრაფიული მონაცემები.თბილისი, ჟურნ.: მნათობი, 1937.
- ნაცვლიშვილი, ნათელა. მემამულური მეურნეობის კაპიტალისტური ევოლუცია საქართველოში. თბილისი: მეცნიერება, 1971.
- როზინსკაია, ფ. ალექსანდრე ჭავჭავაძე და გიორგი მაისურაძე. ჟურნ.: ლიტერატურა და ხელოვნება, 3, თბილისი, 1950.
- ხმალაძე, ირაკლი. წინანდლის სავანე. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1975.
- ჩხეიძე, თენგიზ. საუფლისწულო მამულები კახეთში. თბილისი: მეცნიერება,
Subscribe to:
Posts (Atom)